20 ივნისის ღამე 

21 ივნისი 2019, 12:17 1627 ნახვა

ათობით დაკავებული და დაშავებული მოქალაქე, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისმიერ მეთოდით დაუპირისპირდა.  დემონსტრანტებს  ესროლეს რეზინის ტყვიები, თანაც დამიზნებით როგორც ამას მოქალაქეები იხსენებენ ჟურნალისტებთან, მოიწამლნენ ცრელმსადენი გაზით, რომელიც რამდენჯერმე გაუშვეს საკუთარი მოქალაქეების დასარბევად. რუსთაველის გამზირზე ვითარება გუშინ რამდენჯერმე დაიძაბა.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოქალაქეები და სამართალდამცველები, პარალელურად კი მიმდინარეობდა დაკავებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ , რომელმაც აქციის დარბევის გადაწყვეტილება მიიღო, ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია რამდენი პირია დაკავებული და რას ედავება მათ გამოძიება. გვიან ღამით კი უწყებამ განაცხადა, რომ იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები უწყებამ პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და სამართალდამცველთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გამოიყენა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში