ქუთაისში ბინის აფეთქების დროს დაშავებული 33 წლის კაცი გარდაიცვალა

23 ივნისი 2019, 20:12 1480 ნახვა

ქუთაისში, 18 ივნისს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული კაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ქუთაისის დამწვრობის ცენტრის დირექტორის ზურა უგრეხელიძის ინფორმაციით, მას სხეულის 85%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. დღეს, დილით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში კი აფეთქებისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მამაკაცის დედა კი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმეა ათი წლის გოგონას მდგომარეობაც. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებისას, 7 ადამიანი დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში