ქართული კლუბები ანტისაოკუპაციო მაისურების გამო არ დაჯარიმდებიან - უეფას გადაწყვეტილება

24 ივნისი 2019, 17:52 2932 ნახვა

რუსულ სპორტულ მედიაში ანტიქართული კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც კრისტალბეთ ლიგის თამაშებზე, ქართველი კლუბები სპეციალური მაისურები გამოვიდნენ - "საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ". პირველად ასეთი მაისური ქუთაისის ტორბედოს ფეხბურთელებმა ჩაიცვეს.

რუსული ყველა სპორტული გამოცემის პირველ გვერდზე მოხვდა ქართველი სპორტსმენების მიერ ოკუპაციის გაპროტესტების თემაა. 

რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა კი თქვა, რომ "ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია, ვალდებულია ოფიციალური მატჩებისას ქართველი ფეხბურთელების მსგავს საქციელზე რეაგირება მოახდინოს". 

მოგვიანებით, ერთ-ერთი რუსული გამოცემა Chempionat.com თავის გვერდზე დაწერა, რომ მიმართეს და  უეფას დაეკისრებოდა თუ არა საქართველოს სანქციები, რადგან მათი მტკიცებით "ანტირუსულ კამპანიას" აწარმოებენ. გამოცემის ინფორმაციით, უეფა მიიჩნევს, რომ ეს მისი იურისდიქციის საკითხებს სცდება. 

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მოქმედება განვითარდა შიდა ჩემპიონატში, სადისციპლინო ზომების გატარების უფლება მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებს აქვთ. უეფას იურისდიქციაში მხოლოდ იმ საკითხთა განხილვა შედის, რომლებიც მისი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ხდება."

საქართველოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე კი განაცხადეს, რომ არანაირი სანქციები იმ კლუბებს არ ემუქრებათ, რომლებიც ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას ამ ფორმით შეუერთდნენ. 

"ჩვენ  ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოვეხმაურეთ, მედიაში გაჩნდა სანქციების შესახებ ინფორმაცია. კრისტალბეთ ლიგის არც ერთ გუნდს არ ემუქრება სანქციები. დაჯარიმების შესახებ არც ეუფადან არ შემოსულა არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში