გატაცებას და ჩემზე თავდასხმა ჰქონდათ დაგეგმილი - ალექსნდრე თევზაძე მისი დაჭრის შესახებ ყვება

25 ივნისი 2019, 15:03 3355 ნახვა

ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ალექსანდრე თევზაძე ოთხი დღის წინ, ცივი იარაღით დაჭრეს. დაზარალებული იხსენებს, რომ მასთან  "ბათუმის დინამოს" პლაჟის ფრენბურთის ხელმძღვანელი  კახა მიქელაძე და კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომლებსაც მისი გატაცება სურდათ.

ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, 21 ივნისს, ბათუმის აქციაზე იმყოფებოდა, როცა მასთან ორი ახალგაზრდა მივიდა და მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზა. 

"გზაში მივხდი, რომ მათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით მივყადი, რასაც მოჰყვა მანქანაშივე წინააღმდეგობის გაწევა. მანქანა გააჩერეს და ჩხუბი გარეთ გაგრძელდა, რა დროსაც გამოიყენეს ცივი იარაღი და მე მივიღე დაზიანება თავის და ხელის არეში. ამის შემდეგ დამტოვეს და გაიქცნენ" - ყვება ალექსანდრე თევზაძე. 

დაშავებული ადასტურებს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კახა მიქელაძე იყო, თუმცა იქვე განმარტავს, რომ მის ხელში ცივი იარაღი არ დაუახავს. "ცივი იარაღი მხოლოდ მძღოლს ჰქონდა" - ყვება თევზაძე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ საქმეზე მეორე დაკავებული პირი ირაკლი აბუსერიძეა. 

"მიზეზი იყო და მოტივი ალბათ უნდა ვკითხოთ უკვე დაკავებულებს. ჩემი აზრით ეს უკავშირდებოდა ქიმიური ტერმინალის საქმეს და ასევე პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს" - განაცხადა ალექსანდრე თეზვაძემ.  

დაშავებული მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა გადაკვალიფიცირდეს გატაცების მცდელობის მუხლით. "ყველა ფაქტი მიუთითებს ამაზე, რომ ეს იყო გატაცების მცდელობა. ის ხანჯალი, რომლიც ფიგურირებს საქმეში არ შეიძლება ადამიანს თან დაჰქონდეს ან მანქანაში უბრალოდ გედოს, იმდენად დიდია. ეს იყო წინასწარ ორგანიზებული დაგეგმილი დანაშაული. ცივი იარაღი გამოიყენა მძღოლმა, რომელიც დღეს დაკავებულია. კახას ხელში ცივი იარაღი არ დამინახავს, ისე მონაწილეობდა ფიზიკურ ზეწოლაში" - ყვება ალექსანდრე თევზაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე ორი პირი ჰყავს დაკავებული, რომლებსაც ჯგუფურად, იარაღის გამოყენებით, ხულიგნობას ედავება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში