ალექსანდრე თევზაძის დაჭრაში ბრალდებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

26 ივნისი 2019, 21:15 1224 ნახვა

პროკურატურის განსხვავებული მიდგომა „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირის მიმართ - ალექსანდრე თევზაძის დაჭრაში ბრალდებული კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - საპატიმრო სასჯელი პროკურატურას არც კი მოუთხოვია.

ამის პარალელურად ფოტოები გაავრცელა თევზაძემ - ასახულია რა დაზიანებები მიიღო მან 21 ივნისს. იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული, ამასთან აცხადებს რომ ახლა უკვე საქართველოში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში