რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, დაღუპულია 2 ადამიანი

27 ივნისი 2019, 10:31 2525 ნახვა

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად დაეშვა, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავი - Ан-24-ზე ორი ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას ბიბისის რუსული სამსახური ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ბურიატიის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს დილით, ავიაკომპანია "ანგარას" სამგზავრო თვითმფრინავის ერთი ძრავა დაზიანდა და  ბურატიის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.   

ბორტზე ამ დროისთვის 48 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვებიც. ავარიული დაშვების დროს, თვითმფრინავი აეროპორტის ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა. თვითმფრინავს ცეცხლი მოეკიდა, რომელიც დაახლოებით 200 მეტრის რადიუსზე გავრცელდა.  

კატასტროფის შედეგად, დაიღუპა ორი ადამიანი - პილოტი და ტექნიკოსი. მაშველებმა ისინი გარდაცვლილები პილოტის კაბინიდან გამოიყვანეს.  რაც შეეხება მგზავრებს, საავადმყოფოს 33 ადამიანმა მიმართა, აქედან 31 მგზავრმა, მეორე პილოტმა და ბორტგამცილებელმა. 4 მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, მათ შორის ორი ბავშვია.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში