ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდება

27 ივნისი 2019, 12:00 2554 ნახვა

ნოე ჟორდანიას 14-ში, მაზნიაშვილის N6-სა და გამსახურდიას N13 -ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ურბანულ ძეგლებს მალე რესტავრაცია  ჩაუტარდება. ასევე აღადგენენ ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ფრესკების ნაწილს.  როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ უკვე შეძენილია პროექტები, სამუშაოები კი უახლოეს დღეში დაიწყება. პირველი იქნება გამსახურდიას 13 ნომერში მდებარე შენობა.  სხვა ძეგლებზე მას შემდეგ დაიწყება სამუშაოები, როცა მერია მცხოვრებლებს ქირით გაიყვანს. მიმდინარე წელს სააგენტო კიდევ რამდენიმე ძეგლს საკუთარი სახსრებით აღადგენს.

სააგენტოსვე ინფორმაციით, საუბარი იყო ყოფილი კინოს სახლის აღდგენაზეც, თუმცა მასში მცხოვრებ 1 ოჯახთან ვერ მოხდა შეთანხმება და გამოყოფილი თანხები სხვა შენობის რეაბილიტაციას მოხმარდება. ოჯახი რეაბილიტაციის დასრულებამდე საბანკო გარანტიას ითხოვდა. ზაურ ახვლედიანის თქმით,  კანონი მსგავს საგარანტიო ფორმას არ იცნობს. სამუშაოებს ქართუ ჯგუფი 3 მილიონ 500 ათას ლარით დააფინანსებს.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში