22 მედალი ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე

27 ივნისი 2019, 12:32 2119 ნახვა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი დაუგროვდა. ჩვენი ქვეყანა ცხრილში მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსს ჩამორჩება.ქართველი სპორტსმენებიდან ყველაზე მეტი, ოთხი ოქროს მედალი სამბისტებმა მოიპოვეს ესენი არიან  ბექა ბერძენიშვილი, ბექა ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი და ვახტანგ ჩიდრაშვილი,ორი ძიუდოისტებმა, გურამ თუშიშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა მიამატეს.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს სამბისტებმა ნინო ოძელაშვილმა, ელენე ქებაძემ და მინდია ლილუაშვილმა, ასევე ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა და ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალოსნებს, ესენი არიან ტყვიის მსროლელები ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე, ძიუდოისტები ამირან პაპინაშვილი, ლუკა მაისურაძე, ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი, ასევე სამბისტები ბესარიონ ბერულავა, გივი ნადარეიშვილი, პაატა ღვინიაშვილი და გენადი ჩირგაძე. 

საქართველოს დელეგაციას კიდევ სამი მედალი აქვს განაღდებული: დღეს, 27 ივნისს, მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი ფინალში აზერბაიჯანელ ჯავიდ ალიევს შეხვდება, ხოლო ხვალ, 28 ივნისს, მოკრივეები ოთარ ერანოსიანი და სახილ ალახვერდოვი ნახევარფინალურ ბრძოლებს გამართავენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში