სალიბაურში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა წელსაც ვერ გადაიჭრება - ჯუმბერ ვარდმანიძე

28 ივნისი 2019, 13:06 1871 ნახვა

სოფელ სალიბაურში, 400-მდე ოჯახს წელსაც მოუწევს გრაფიკით მიიღოს სასმელი წყლი, რადგან ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მტკიცებით, ამ სოფელში წყლის მიწოდების სამუშაოები ვერ მოესწრება.

სოფელს, რომელიც წლებია შეფერხებებით აწვდიან წყალს, განსაკუთრებული პრობლემა კი ზაფხულობით იქმნება, როცა მტირალაზე წყლის დებეტი ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ამ ამ სოფელს წყლის მიწოდების პრობლემა 40 წელზე მეტია აქვთ.  

მოქალაქეები ყვებიან, რომ წლებია ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, რადგან თითქმის არ მიეწოდებათ სასმელი წყალი.ოჯახები წყალს შორი მანძილიდან ეზიდებიან.

უფრო მეტიც, აქციის მონაწილე მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ იშვიათად, გრაფიკით მიწოდებული წყალი დაბინძურებულია. მოქალაქეები უწყლობას პერმანენტულად აპროტესტებენ. ბოლოს აქციაზე, სოფლის ნაწილმა გზა გადაკეტა.  

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში