ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კახა მიქელაძე, საპლაჟო ფეხბურთის გუნდთან მუშაობას აგრძელებს

28 ივნისი 2019, 15:30 2315 ნახვა

კახა მიქელაძე, რომელიც ორი დღის წინ სასამართლო დარბაზიდან, ალექსანდრე თევზაძის დაჭრის შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, „დინამო“ ბათუმის საპლაჟო ფეხბურთის გუნდთან მუშაობას აგრძელებს. როგორც კლუბის დირექტორმა გვითხრა ის სამსახურში  უკვე გამოცხადდა. არჩილ ბოლქვაძემ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა,  განაცხადა, რომ ბრალდების შესახებ კლუბს არ უმსჯელია და გამოძიების დასრულებას ელოდებიან. ცოტა ხნის წინ სამართლებრივად, საპლაჟო ფეხბურთი „დინამო ბათუმს“ გამოეყო. უცნობია სამართლებრივი პროცედურების დასრულების და კლუბის დაარსების შემდეგ, დარჩება თუ არა კლუბში ძველი მენეჯმენტი.

ცნობისთვის, კახა მიქელაძეს და ირაკლი აბუსერიძეს, პროკურატურა ბათუმის მერის ყოფილი  თანამშრომლის ალექსანდრე თევზაძის დაჭრას ხულიგნობის მუხლით ედავებოდა. მოგვიანებით კი საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს. მიქელაძეს ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი, აბუსერიძეს კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას.პროკურატურას არ მოუთხოვია კახა მიქელაძის დაკავება, რასაც აქამდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მოსამართლემ  „შეღავათიანი“ უწოდა. დაზარალებული პროკურატურის მიდგომას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რადგან მიქელაძე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში