“სისხლიანი 9+7” -აქცია ბათუმში

29 ივნისი 2019, 21:55 1458 ნახვა

„სირცხვილია“ სოლიდარობის აქცია გაიმართა ბათუმშიც.  მცირედი ინციდენტი  გამოწვია ბანერმა წარწერით, '‘სისხლიანი 9 ს  + 7„ ,რომელიც   ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მათი აქტივისტების მიუღებელი აღმოჩნდა. ევროპის მოედანზე სამოქალაქო სექტორისა და ბათუმელი ახალგაზრდების ორგანიზებულ აქციას პარტიები არ შეუერთდნენ.  გიორგი კირთაძის თქმით, ლოზუნგი პატრიოტთა ალიანს ეკუთვნის და უხერხულობას ქმნის. მცირე კამათის შემდეგ ორი აქცია ერთმანითგან დამოუკიდებლად გაგრძელდა.

აქციის მონაწილეების აპოლიტიკურმა ნაწილმა კი მიმართვის ტექსტი გაავრცელა, სადაც ისინი მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული საპოლიციო ძალების გამოყენებაზე საუბრობენ. პასუხიმგებლობას კი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და  მმართველ პოლიტიკურ ძალა აკისრებენ. მიმართვაში საუბარია იმაზეც, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იარაღით დაპირისპირების გამო ხალხმა 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას უარი უთხრა, არსებული ხელისუფლება კი იმავე მეთოდებით იბრძვის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქციები ბოლო 10 დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმართა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში