ბათუმში გზის ნაწილი ჩაინგრა

30 ივნისი 2019, 12:50 7519 ნახვა

ბაგრატიონისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში გზა ჩავარდა. მოსახლეობა შექმნილ ვითარებას, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებს. მათი თქმით კომპანიამ, რომელიც მრავალსართულიან კორპუსს აშენებს შემოსაზღვრული სივრცე გაზარდა. ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები სამშენებლო კომპანიის მიერ  ეზოში მდებარე სტადიონის მითვისებასაც აპროტესტებენ.

მოქალაქეებმა დღეს, მშენებლებს სპეციალური ღობის შემოსაზღვრის საშუალება არ მისცეს. სამშენებლო კომპანია „ევრო ლუქსის“ წარმომადგენლები მოსახლეობას დაპირდნენ, რომ გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ გზა ისევ გაფართოვდება. „ევრო ლუქსის“ ინფორმაციით, პროექტის მიხედვით სტადიონის ნაწილი მათი კუთვნილებაა. მერიაში კომპანიასა და ხიმშიაშვილზე მცხოვრებლებს შორის შეხვედრა ხვალ იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში