რით დაეხმარება მერია დაზარალებულებს?

30 ივნისი 2019, 12:25 976 ნახვა

თამარის დასახლებაში სახურავის გარეშე დარჩენილ ოჯახებს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი  გამოეხმაურა.  რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე შენობის გადახურვა-კითხვაზე სულხან ევგენიძე განმარტავს,  რომ ბიუჯეტიდან თანხების მობილიზებას ელოდებიან.

ძლიერმა წვიმამ  თამარის დასახლებაში, გრიშაშვილის პირველ ნომერში, 9 სართულიან  კორპუსში მცხოვრები  ოჯახები დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით,  დაახლოებით ორი თვის წინ, ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა, რის გამოც ნალექი  მეცხრე და მერვე სართულებზე   ჩავიდა,   დაზიანდა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები.   შესაძლებელია მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში