ბინები დევნილებისთვის

24 აგვისტო 2016, 00:00 2838 ნახვა

მთავრობა კიდევ 177 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემს. გიორგი კვრიკაშვილის განცხადებით, დევნილები სახლებს თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ხონსა და ხაშურში მიიღებენ. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ, 12 ათას 500-მდე ოჯახს ბინა საკუთრებაში უკვე გადაეცა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში