ქაბულში ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაცია მიმდინარეობს

01 ივლისი 2019, 15:18 1455 ნახვა

50-მდე ბავშვი დაშავდა  ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად.   ინფორმაციას  ქვეყნის განათლების სამინისტრო ავრცელებს.  შემთხვევის ადგილზე  ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.  ცნობილია, რომ ხუთიდან 2-მა თავდამსხმელმა ტერაქტის ადგილის სიახლოვეს  მდებარე  მშენებარე შენობას შეაფარა თავი.  ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დაიღუპა ერთი და დაშავდა100-მდე ადამიანი.

ტერაქტის მსხვერპლთა შესახებ  სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებენ.   დაღუპულთა შესახებ მათი მონაცემები  10-და 34-მდე  შეადგენს.  დაშავებულთა შორის ადგილობრივი ტელევიზიის 6 ჟურნალისტია. მანამდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.  დღეს დილას  ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ უბანში დანაღმული სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის რაიონში ქვეყნის თავდაცვის  სამინისტროს ერთ-ერთი ობიექტი მდებარეობს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში