“შენი იდეა ბათუმს”- კონკურსი დასრულდა

01 ივლისი 2019, 18:28 2429 ნახვა

ფრანები, ნატვრის ხე და წარწერა ბათუმგორაზე „ბათუმი“ – მერიის პროექტის–„შენი იდეა ბათუმს“ კონკურსის სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ერთ-ერთი  პროექტი „ბათუმის ფრანების ფესტივალია“. იდეის ავტორი ლაშა კუკულაძე. ფრანების ფესტივალი ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, აგვისტო-სექტემბერში სანაპიროს ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. კონკურსის გამარჯვებულია  ნონა ქოქოლაძის პროექტიც „ნატვრის ხე“, რომელიც ქალაქის ცენტრალურ პარკში დაიდგმება. ბათუმგორაზე კი განახლდება წარწერა „ბათუმი“. იდეის ავტორია თეონა კეშელავა. თითოეული პროექტის ბიუჯეტი 40 ათასი ლარია. პროექტები დღეს მერიის მრჩეველთა საბჭომ სხდომაზე დაამტკიცა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში