მუნიციპალურ ავტობუსებში ნებისმიერი ბანკის ბარათით შეძლებთ გადახდას

02 ივლისი 2019, 16:44 2569 ნახვა

ცვლილება თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროსა და ავტობუსებში დღეს ამოქმედდა. მგზავრობის საფასურის გადახდა დღეიდან "ვითიბი" ბანკის და ბანკი "ქართუს" პლასტიკური ბარათებითაც არის შესაძლებელი.

რაც შეეხება სხვა ბანკის ბარათებს - როგორც თბილისის სატრანსპორტო სამსახურში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, მათი ავტობუსებში გამოყენება დამოკიდებულია თავად ბანკების სურვილზე და მზაობაზე. "შეთანხმება ამ სისტემაში ჩართვისთვის უნდა მოხდეს მეორე ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის, ვინაიდან ამ სისტემის გამართვაზე პასუხისმგებელია საქართველოს ბანკი, ამ ეტაპზე კიდევ იგეგმება "თიბისი ბანკის" ჩართვაც.

როდის ჩაერთვება ბათუმი ამ ქსელში და როდის შეძლებენ ბათუმელები, რომლებიც სხვადასხვა ბანკის მომხმარებლები არიან? "ბათუმის ავტოტრანსპორტში" აცხადებენ, რომ თუ სისტემა თბილისში ამოქმედდა, ისინიც მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, შეაფასებენ ხარვეზებს და შეეცდებიან მსგავსი სიახლე ბათუმშიც დაინერგოს.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში