სამძებრო ოპერაცია მე-9 დღეა გრძელდება

24 აგვისტო 2016, 00:00 2865 ნახვა

შავ ზღვაში დაკარგულ სამხედროებს ამ დრომდე ეძებენ. იაგო შარაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამხედრო სწავლების დროს შეცდომები იყო დაშვებული. მათი ინფორმაციით, სწავლების დროს ადგილზე არ იყო მობილიზებული სამედიცინო დახმარების ჯგუფები, ასევე დაცული არ იყო უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. გარდა ამისა, იაგო შარაძის დედა ამბობს, რომ მას ყურების ანთება ჰქონდა, რომლის დამადასტურებელი სამედიცინო დანიშნულებაც ოჯახს შენახული აქვს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც დაუდევრობით 2 ან 2-ზე მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში