სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე

02 ივლისი 2019, 21:00 1504 ნახვა

დღეს სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეა. თარიღს საქართველოში თითქმის 25 წელია აღნიშნავენ. სპორტი მედიაში ჩვენს ქვეყანაში პირველად ბეჭდური სახით გამოჩნდა, ეს იყო 1918 წელი და სპორტული ჟურნალი „შევარდენი.“ დღესდღეობით სპორტის ახალ ამბებს აშუქებენ ტელევიზიები, რადიოები, ინტერნეტ-გამოცემები.

გამორჩეულია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გამოცდილება და სპორტული ამბების გაშუქების ისტორია - გამორჩეული სპორტული ჟურნალისტით - ეს გოგი მურვანიძეა. იგი საქართველოს დამსახურებული მოღვაწეა. ცხოვრებით და პროფესიით, ტელევიზიისა და რადიოს შექმნის დღიდან დაკავშირებული გოგი მურვანიძის რამდენიმე ათწლეული „მთავარში.“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში