ორი დინამო ერთმანეთის წინააღმდეგ

03 ივლისი 2019, 12:04 1495 ნახვა

დღეს „დინამო“ არენაზე  ერთმანეთს“დინამო“ ბათუმი და „დინამო“ თბილისი დაუპირისპირდებიან. მატჩი 21 საათზე დაიწყება. 11 მაისს გამართულ მატჩში ბათუმის დინამომ თბილისური კლუბი 3:2 დაამარცხა. ამ ეტაპისთვის ბათუმის დინამოს 39 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.

ბათუმურ კლუბს ერთი ქულით უსწრებს თბილისის „საბურთალო“, რომელმაც გუშინ რუსთავის „რუსთავთან“ ფრე 2-2 ითამაშა, შესაბამისად საბურთალოს ბათუმის დინამოსთან შედარებით ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. დინამოების მატჩის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ერთ თვიანი შესვენება დაიწყება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში