შეხვედრა კარატეში ევროპის ჩემპიონთან და შეჯიბრების მონაწილეებთან

03 ივლისი 2019, 14:53 1915 ნახვა

ჩეხეთიდან დაბრუნებულ ბათუმელ კარატისტებს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის  სამინისტროში უმასპინძლეს. მინისტრის მოადგილემ დეპარტამენტის წევრებთან ერთად სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს. რამდენიმე დღის წინ პრაღაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სადაც 38 ქვეყანა მონაწილეობდა კადეტებში ბათუმელი დათა მსხალაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

ცნობისთვის დათა უკვე მესამედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი. აჭარიდან ევროპის ჩემპიონატზე 8 სპორტსმენი ასპარეზობდა თუმცა მედლის მოპოვება მხოლოდ დათამ შეძლო. კარატისტების მწვრთნელი ლევან ცინცაძეა, რომელმაც შესაძლოა მალე დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიიღოს.

ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ სექტემბრის ბოლოს ბათუმი კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, წლის ბოლომდე შეჯიბრებები  გაიმართება კლუბებს შორისაც. ამ ეტაპისთვის კი პირველ ადგილს  ლევან ცინცაძის „ჩემპიონთა აკადემიაა“ იკავებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში