წამლების ფასი და ხარისხი საქართველოში

03 ივლისი 2019, 21:45 3842 ნახვა

საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მედიკამენტების მაღალი ფასები სახელდება. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს სწორედ ჯანდაცვაზე ხარჯავს. ფასებისა და ხარისხის გათვალისწინებით, კვლავ აქტუალურია მედიკამენტების შესაძენად მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში გადასვლა.

ამისთვის საზღვარს ყოველდღიურად ათობით მოქალაქე კვეთს.  ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელში არსებული ფასთა სხვაობა ყველასთვის დიდი ხანია ცნობილია. პრობლემის გადაჭრის გზები კი ჯერ კიდევ არ ჩანს. პასუხები როგორც ჩანს არ აქვთ წამლის სახელმწიფო სააგენტოში. ჩვენ არ გვიპასუხეს.

ცნობისთვის, ახლა გამოწვევას ახალი საკითხი დაემატა - ამ ფონზე ქართულ სააფთიაქო ქსელში მყიდველის შემცირება  დაიწყო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში