მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებს მრჩეველთა საბჭო სამი დღის განმავლობაში მოუსმენს

05 ივლისი 2019, 15:01 1648 ნახვა

10 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ახალი დირექტორი ეყოლება. კანდიდატებთან გასაუბრება კი 8, 9 და 10 ივლისს ჩაინიშნა. მრჩეველთა საბჭოს წევრები  დღეში 4 კანდიდატს მოუსმენენ. თითოეულს პრეზენტაციისთვის 2 საათი ექნება.

მრჩეველთა საბჭოს განცხადებით, თორმეტივე კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოთხოვნებს აკმაყოფილებს. დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადგინა გიორგი წულაიამ, რომელსაც  წინა კონკურსზე  მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა.  

10 ივლისს  გასაუბრების დასრულების შემდეგ  სავარაუდოდ 19 საათზე გაიმართება  კენჭისყრა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში