ლავასოღლისთვის ე.წ. ობშიაკს ციხეში "ლერი" აგროვებდა 

05 ივლისი 2019, 17:21 4135 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 პირი დააკავა, რომლებიც საქართველოში ქურდული სამყაროს წევრები არიან. პოლიციის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტების სახელით ისინი მოქალაქეებს აშინებდნენ, ოჯახის წევრებისა და შვილიშვილების მოკვლით ემუქრებოდნენ, ფულს და ქონებას სძალავდნენ. 

ასევე, პოლიციამ ციხეში წარუდგინა ბრალი ქურდული სამყაროს წევრს, მეტსახელად „ლერის“. პოლიციის  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. „საერთოს“ (იგივე „ობშიაკს“) და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის - მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან.

ობშიაკის მოგროვებასა და ლავასოღლისთვის გაგზავნაში მონაწილეობდა დაკავებულთა შორის მყოფი, ე.წ. ქურდული სამყაროს 5 წევრი. 

სამართალდამცველების მიერ ნივთმთკიცებად ამოღებულია მინდია ლავასოღლის გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. „ობშიაკის“ თანხა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტებზე, რომელიც საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთვევაში, თითოეულ მათგანს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში