აღმოჩენა გონიოს ციხის ტერიტორიაზე

05 ივლისი 2019, 18:15 2164 ნახვა

ახალი აღმოჩენები გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებისას. ნივთები ჩვენი წელთაღრიცხვის 1-3 საუკუნის პერიოდისაა, რომაულ კულტურას და არქიტექტურას  განეკუთვნება.

აღმოჩენებს შორისაა რომის იმპერატორის სეპტიმუს სევერუსის მონეტა, რომელიც 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა კატეგორიას განეკუთვნება.

აღსანიშნავია, რომ ციხე-სიმაგრის მიმართ ტურისტული ინტერესი იზრდება, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ციხე-სიმაგრე კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს და მალე სამუშაოებში იტალიელი არქეოლოგებიც ჩაერთვებიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში