საკონსტიტუციო სასამართლომ ''112''-ის საფასურის ჩამოჭრა არაკონსტიტუციურად სცნო

05 ივლისი 2019, 18:17 1786 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელის თანახმადაც მოქალაქეებს ყოველთვიურად „112“-ის მომსახურების საფასურს გადახდა უწევდათ. ის ფიზიკური პირისთვის 20 თეთრს ხოლო, იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის -50 თეთრს შეადგენდა. 

სარჩელი მთავრობის წინააღმდეგ, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფმა'' შეიტანეს.  

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს „112“-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას.  საკუთრების უფლებაში ჩარევა კი ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

შესაძლოა გადასახადი სრულად არ გაუქმდეს. ეს ყველაფერი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ პარლამენტი 31 დეკემბრამდე 112 საფასურის გადახდას კანონით დაარეგულირებს, მაშინ მოქალაქეებს ყოველთვიურად თანხის გადახდა მაინც მოუწევთ. 

112-ში წლის განმავლობაში აღნიშნული გადასახადებიდან შესული თანხა, 8 მილიონ ლარს შეადგენს.  

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში