საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

05 ივლისი 2019, 19:22 2620 ნახვა

პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საპლაჟო ფეხბურთის ნაკრებმა ასპარეზობა წამატებით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი მინიმალური სხვაობით 4:3 დაამარცხა.

საქართველოს მხრიდან მატჩში გოლები : თოდაძემ , შამილაძემ ,ქოქოლაძემ და  დავითაძემ გაიტანეს.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს საპლაჟო ფეხბურთის ნაკრები ხვალ თბილისის დროით 13:30 საათზე ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრებში ბათუმის დინამოს საპლაჟო გუნდის 9 ფეხბურთელი ირიცხება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში