ბრალდებულები მოქალაქეებს აშინებდნენ და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ - შსს

05 ივლისი 2019, 21:03 8071 ნახვა

დაკავებული ათი პირი და კავშირი ისევ მინდია ლავასოღლისთან - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის მეტსახელად გოჭი, წიე, ოსკარი, ყურშა და კიდევ 6 პირი დააკავა, მათ შორის ერთი ბათუმში. ერთ-ერთს კი ბრალი ციხეში წარუდგინეს. სწორედ მას ედავება საგამოძიებო უწყება ე.წ. ობშიაკის შეგროვებას და მინდია ლავასოღლის გარემოცვისთვის გაგზავნას.

ამასთან, გამოძების ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტების სახელით ისინი მოქალაქეებს აშინებდნენ, ოჯახის წევრებისა და შვილიშვილების მოკვლით ემუქრებოდნენ, ფულს და ქონებას სძალავდნენ. ვინ არის ბათუმში დაკავებული ბრალდებული და რას ამბობენ პროკურატურაში თითქმის ერთი წლის წინ დაწყებული ლავასოღლის საექსტრადიციო პროცედურის გაჭიანურების გამო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში