ბათუმი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

06 ივლისი 2019, 12:27 1058 ნახვა

რამდენიმე დღეში ბათუმი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას  უმასპინძლებს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს მიეძღვნება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი,   ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მომავალ კვირას  ეწვევა.

კონფერენციის ფარგლებში ხელი გაფორმდება  ორი  დოკუმენტი, რომლებიც  ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის   47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში