ქართული ღვინო საჩუქრად

06 ივლისი 2019, 12:20 1443 ნახვა

ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში, ტურისტები ღვინით დასაჩუქრდებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი კამპანიის დაწყებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს მესაზღვრეები ქართული ღვინით დაასაჩუქრებენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კამპანიისთვის 300 000 ბოთლ ბრენდირებულ სასაჩუქრე ღვინოს შეისყიდის, რომელზეც დატანილი იქნება სპეციალური ეტიკეტი. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი დღეს დასრულდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ერთი მილიონი ლარი იყო. გამოვლენილია პრეტენდენტიც, მიმდინარეობს დოკუმენტაციის გადამოწმება. სასაჩუქრე ღვინო უნდა იყოს წითელი, მშრალი, 100 პროცენტით საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში