"გადადგეს გიორგი გახარია"-"თავისუფლების მარში" უცვლელი მოთხოვნით

06 ივლისი 2019, 20:51 1905 ნახვა

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ მსვლელობას მართავენ. ორგანიზატორების თქმით ისინი "თავისუფლების მარშით" ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მოსთხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ  აქციები მანამ  გაგრძელდება, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ რომ, შინაგან საქმეთა მინისტრმა 20-21 ივნისს აქციის დაშლის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში