20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ

06 ივლისი 2019, 21:23 1547 ნახვა

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირიდან თავს დამნაშავედ არც ერთი სცნობს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სახელმწიფო ბრალდება ოთხივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

სახელმწიფო ბრალდება საკუთარ შუამდგომლობაში დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის საფრთხეზე მოუთითებს. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში