ეუთო რუსეთს უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს

07 ივლისი 2019, 15:20 1322 ნახვა

50 ხმით 5-ის წინააღმდეგ, ეუთოს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტმა, საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. დოკუმენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება. საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, ეთნიკურ დისკრიმინაციასა და სხვა უკანონო ქმედებებზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენის სწავლის აკრძალვაზე.

რეზოლუციის პროექტი მკაცრად გმობს გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. დოკუმენტში მოხვდა გალის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტიც. დოკუმენტი რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტის მიღებას რუსეთის დელეგაცია ეწინააღმდეგებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში