ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ბოთლებს ესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ

08 ივლისი 2019, 21:02 1838 ნახვა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ​ბოთლების სროლის ფონზე, პოლიციამ ტერიტორიიდან ანტისაოკუპაციო აქციის ორი მონაწილე გაიყვანა. კონტრაქციის მონაწილეებმა მათ სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ. 

on.ge-ის ჟურნალისტი ინფორმაციით, ბოთლები სამართალდამცველებსაც მოხვდა. 

პარლამენტთან ლევან ვასაძის, მარშის და მშობელთა კავშირის მხარდამჭერები იმყოფებიან, არ უთმობენ ადგილს მეცხრამეტე დღეს ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს. რუსთაველზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. კორდონია გავლებული აქციას და კონტრაქციას შორის.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში