იცოდით, რომ ბავშვები სიცხეში დეპრესიულებიც ხდებიან? - რჩევები მშობლებს ცხელ ზაფხულში

30 ივლისი 2019, 12:19 5248 ნახვა

ვისაც მცირეწლოვანი შვილები გყავთ, ჯერ მთაში დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებთ და არ გსურთ პატარებმა დიდი დრო სახლში გაატარონ, მაშინ სპეციალისტების რჩევები გამოგადგებათ. 

სახლში ყოფნისას და პატარების გარეთ გასეირნებისას მშობლებს გარკვეული წესების დაცვა, საფრთხეებს თავიდან ააცილებს. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, მაღალი ტემპერატურის ტალღა,  ბავშვის ორგანიზმისთვის სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს.

პატარებისთვის ერთგვარი სტრესია სახლში ხანგრძლივი პერიოდით ყოფნაც. ეს საფრთხეს უქმნის ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. სპეციალისტების განმარტებით, სახლში ჩაკეტვით მოზარდები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. დიდი დრო კომპიუტერთან და ტელევიზორთან, რომ არ გაატარონ, ოჯახის წევრებმა გასართობი აქტივობები უნდა მოიფიქრონ. 

გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას რომელიც სიცხესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ:

. სახლში შეინარჩუნეთ სიგრილე

· მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას

· დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით

· თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღიათ, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება
თუ თქვენი სახლი განსაკუთრებულად ცხელია

დაისვენეთ მაღალი ტემპერატურისგან - გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები ან საჯარო ბიბლიოთეკა

· აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად). ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში.

· თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი უსაფრთხო მანძილზე ბავშვისგან და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება

· არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ.

· გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით.მანქანაში დატოვებული პიროვნება არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.

უზრუნველყავით ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცავით ის მზისგან ფართე ნაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით. ჩააცვით ისე, რომ შერჩეული ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერებში და დამზადებული იყოს ჰაერგამტარი მასალისგან.

სპეციალისტების კიდევ ერთი რეკომენდაციაა, თუ ბავშვს შენიშნავთ  სისუსტეს, ძლიერი დაღლილობას, თავის ტკივილს, ცხელებას, ჩვეულებრივზე სწრაფ და ღრმა სუნთქვას, კუნთების ტკივილს, ქცევის ცვლილებებს დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს, გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში