ფეხბურთში გია ზედანიასა და იური ესებუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა - სპორტის სიახლეები

10 ივლისი 2019, 18:00 1480 ნახვა

• ანგისის ბაზაზე ფეხბურთში გია ზედანიასა და იური ესებუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.გათამაშებაში 2007-2008 წელს დაბადებული ბავშვები ასპარეზობდნენ. ჩემპიონატი ტრადიციულია და წელს უკვე მე-15-ედ ჩატარდა.ღონისძიებააჭარის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური  მხარდაჭერით გაიმართა.გამარჯვებულებს თასები მედლები და სიგელები გადაეცათ.

• საქართველოს ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ინტერსპორტის მსოფლიო ფესტივალის ვერცხლის პრიზიორია. ფინალურ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები მასპინძელ უნგრეთთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა. ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა დანიის, ისლანდიის და იტალიის ნაკრებებს სძლია.  მსოფლიო ფესტივალი უნგრეთის ქალაქ კაპოსვარში 4 დან 10 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.შეჯიბრებაში 32 ქვეყანა მონაწილეობდა. ცნობისთვის ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ბათუმელი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული.

• ბათუმი კარატეში საერთაშორისო ტურნირს “ბატუმი ოპენ” წელს უკვე მე-13-ედ  მასპინძლობს. შეჯიბრებაში 8 ქვეყნიდან 600 სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის კახა ბასილიას თქმით მომავალ წლის მაისში ბათუმი ახალგაზრდულ პრემიერ ლიგას   2024-ში   ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ბასილი ასევე ამბობს, რომ აღნიშნული ტურნირის ჩატარება ბათუმის სპორტის სასახლეში უნდოდათ და ამასთან დაკავშირებით მთავრობის აპარატსაც მისწერა თუმცა იმის გამო, რომ ნაგებობა საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურის და სპორტის სამინისტროს ბალანსზეა შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით უარყოფითი პასუხი მიღო.

• გიორგი ჩაკვეტაძე „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულია. გამოკითხვაში სულ 79 ჟურნალისტი მონაწილეობდა, საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევმა ნახევარცველმა კი ყველას დიდი უპირატსეობით გაასწრო, 214 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. ცნობისთვის  „სარბიელის“ გამოკითხვაში მხოლოდ ჟურნალისტები მონაწილეობენ. სამეულში ასევე მოხვდნენ ეროვნული ნაკრებსი წევრები, ჯაბა კანკავა და საბა კვირკველია.

• ტოჩინოშინისთვის ნაგოია ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეც წარუმატებელი გამოდგა. ქართველი სუმოტორი ამჯერად მესამე მაეგაშირა დაიეიშოსთან დამარცხდა. ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე 4-დან 4 წაგება აქვს. ქართველი ოძეკი მუხლისა და მხრის ტრავმებით ასპარეზობს.დღევანდელი დღე წარუმატებელი აღმოჩნდა გაგამარუსთვისაც.ნაგოია ბაშოს მეოთხე დღეს, თეიმურაზ ჯუღელი ვაკა ტაკაკაგესთან დამარცხდა. ჯუღელის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 1:3-ზეა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში