აზომვითი ნახაზის მომზადების ახალი წესი

25 აგვისტო 2016, 00:00 3775 ნახვა

პირველი სექტემბრიდან მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების ახალი წესი ამოქმედდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა სტანდარტული ფორმა და სავალდებულო ტექნიკური სპეციფიკაციები, რომელთა შესაბამისად უნდა მომზადდეს ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი. იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად აქვთ მომზადებული საკადასტრო ნახაზი და სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, 1-ლ სექტემბრამდე საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ, რადგან შემდეგ ძველი წესით შესრულებული ნახაზით რეგისტრაცია აღარ განხორციელდება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში