ბულვარში ელექტრომობილებით შესული ტურისტები დააჯარიმეს

11 ივლისი 2019, 23:35 3249 ნახვა

ძველ ბულვარში, ადმინისტრაციის მოთხოვნითა და ბათუმის საკრებულოს თანხმობით ელექტრომობილების მოძრაობა 1 მაისიდან აიკრძალა. მოქალაქეებს საშუალება აქვთ ელექტრომობილებით და კვადროციკლებით მხოლოდ დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან, ახალი ბულვარს მიმართულებით იმოძრაონ. 

ბულვარის ტერიტორიაზე, თვე ნახევარში აკრძალულ ტერიტორიებზე შესვლისთვის სულ 20 პირი დააჯარიმეს, მათგან 12 ელექტრომობილით გადაადგილდებოდა. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, რადგან ბულვარი არის ღია სივრცე იქ მომიჯნავე ტერიტორიებიდან მოძრავი ელექტრო საშუალებებიც შედიან. მონიტორინგის ჯგუფის მიერ საანგარიშო პერიოდში 7 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა და მოპედის შვიდივე მძღოლი დაჯარიმდა. 

ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რეგულაციების გამკაცრების შემდეგ მოქალაქეების დაზიანების შემთხვევებიც შემცირდა. გასულ წლებში კი ტურისტულ სეზონზე ელექტრომობილებისა და კვადროციკლების დაჯახების შედეგად ათობით მოქალაქემ ტრავმა მიიღო. 

​''ბულვარი არის სარეკრეაციო ზონა. მნიშვნელოვანია მოსახლეობის, ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტების უსაფრთხოების ზომების დაცვა. მნიშვნელოვანია ასევე თავადაც დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები. ბოლო თვე ნახევრის სტატისტიკური მონაცემებით აკრძალულ ტერიტორიაზე  მოძრაობისათვის 13 პირი დავაჯარიმეთ, ამათგან 12 ელექტომობილებით გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, მონიტორინგის სამსახურმა დააჯარიმა შვიდი პირი, რომლებიც ბულვარში მოპედით მომიჯნავე ტერიტორიებიდან მოხვდნენ. მონიტორინგის სამსახური ამ პირებს 20 ლარით აჯარიმებს. მონიტორინგს სამსახურში 8 კაციანი მობილური ჯგუფი მუშაობს, რომლებიც ტერიტორიას დილის 9 დან საღამოს 11საათამდე  აკონტროლებენ. ამასთან, ბულვარში წესრიგს იცავს 81 დაცვის პოლიციელი, რომლებიც ლოკაციების მიხედვით 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკრძალვებმა შედეგი გამოიღო, თუ შარშან იყო დაზიანების, დაჯახების ფაქტები წელს ბევრად კარგი შედეგი გვაქვს"-ამბობენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

ელექტრომობილების მეპატრონეებმა ტრანსპორტის გაქირავების დროს მსურველი უნდა გააფრთხილოს რომელი მიმართულებით არის დასაშვები მოძრაობა. ასევე დაუშვებელია ნასვამ მდგომღეობაში მყოფი პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მიქირავება. დარეგულირდა კვდროციკლების სიჩქარეც.

გარდა  ზემოთხსენებულისა ბოლო თვენახევრის განმავლობაში ველობილიკის მიღმა მოძრაობისათვის მონიტორინგის ჯგუფმა 4 ველოსიპედისტი დააჯარიმა. ადმინისტრაცია ქვეითებს თხოვნით მიმართავს  ნუ იმოძრავებენ ველოსიპედებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე. 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში