მშენებლები ბათუმის მერიაში პროექტების ნებართვის გაჭიანურებას აპროტესტებენ 

12 ივლისი 2019, 21:38 1355 ნახვა

მშენებლობა და ინფრასტრუქტურა - სწორედ ამ სფეროებიდან შედის ყველაზე მეტი სადავო საკითხი ბიზნესომბუდსმენის აპარატში აჭარიდან. ამას შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე ახსნა, მათ შორის ის რომ სამშენებლო ბიზნესი რეგიონში დომინანტია.

ამასთან მიზეზად მერია, მეტი კვალიფიციური კადრის საჭიროებასთან ერთად, რეგულაციების ცვლილებებს ასახელებს, რის გამოც შესაძლოა დეველოპერები არათანაბარ პირობებში დგებიან. არათანაბარი პირობების შესახებ განსხვავებული ახსნა აქვს იურისტ გიორგი ხიმშიაშვილს. იგი ამბობს, რომ იკვეთება ლობირებით გამოწვეული დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში