ბათუმი - ქუთაისის მატარებელი შეფერხებით გადადგილდება

13 ივლისი 2019, 11:45 2298 ნახვა

ბათუმი-ქუთაისის მატარებელი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მახინჯაურში იყო გაჩერებული, მოგვიანებით კი დაახლოებით 20 წუთი ჩაქვში გაჩერდა.

დღეს დილით ბათუმიდან გასული მატარებელი  შეფერხებით გადაადგილდება. მგზავრების განმარტებით,  მიზეზად სომხეთიდან ბათუმისკენ მომავალი მატარებლის  გაუმართაობა დასახელდა.

საქართველოს რკინიგზაში შეფერხების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ  ხაზზე ტექნიკური შეფერხება იყო, რის გამოც ისინი მგზავრებს ბოდიშს უხდიან.

საქართველოს რკინიგზის ცხელი ხაზის ოპერატორმა გვითხრა, რომ სავარაუდოდ, მატარებელი დანიშნულების ადგილას 2 საათიანი დაგვიანებით ჩავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში