„მთავარი გამოწვევა -უსაფრთხოება, მთავარი გზავნილი - ღია მხარდაჭერა“

13 ივლისი 2019, 12:25 1043 ნახვა

„მთავარი გამოწვევა  - უსაფრთხოება,  მთავარი გზავნილი  -   ღია მხარდაჭერა“ -ასეთია    „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის  შედეგები.    ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის 47 მილიონ ევრომდე ოდენობის საფინანსო შეთანხმებები გაფორმდა. საქართველოს თანხა გამოუყვეს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. 

პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა გადაუდებელი კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მხარდაჭერა და კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების გზით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების გაძლიერება. გარდა ამისა  საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონ ევრომდე დახმარებას მიიღებს. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობის განმტკიცებას. ფორუმზე  კიდევ ერთხელ დააფიქსირდა საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროკავშირში გაწევრიანების უცვლელი კურსი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში