ბათუმში აზერბაიჯანელი ტურისტები გაქურდეს

13 ივლისი 2019, 15:30 2504 ნახვა

ბათუმში აზერბაიჯანელი ტურისტები საკუთარ ავტომობილში გაქურდეს. შემთხვევა გოგობაშვილის ქუჩაზე, გუშინ საღამოს მოხდა. პოლიციამ ქურდობაში დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი არასრულწლოვნები ამხილა. დაზარალებულების განცხადებით, წაღებულია მობილური ტელეფონი და ხელჩანთა, თანხასთან ერთად. ტურისტები დახმარებას ითხოვენ.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, მცირეწლოვანი ბავშვებით ქუჩაში დარჩნენ. სიტუაციაში გასარკვევად შემთხვევის ადგილზე მივიდა აზერბაიჯანის კონსულიც.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ქურდობაში მხილებულია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი არასრულწლოვნები და მიმდინარეობს გამოძიება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში