შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან

13 ივლისი 2019, 15:23 1589 ნახვა

ევროკავშირის მიერ  მხარდაჭერილი პროექტები და გეგმები განიხილეს  ევროპის საინვესტიციო ბანკის  წარმომადგენლებმა, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაზე.   საუბარი შეეხო    სამომავლო თანამშრომლობას და  ევროკავშირის პროგრამების მნიშვნელობას განათლების, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.  

აჭარის მთავრობის  თავმჯდომარემ   სტუმრებს   რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო,  ფინანსთა მინისტრმა კი უწყების მიერ  დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია.  ევროპის საინვესტიციო ბანკის  წარმომადგენლები   მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტებით დაინტერესდნენ და ფინანსური  მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში