ბულვარში კვადროციკლებისთვის სამოძრაო ტერიტორიას საკრებულო ხვალ დაამტკიცებს

15 ივლისი 2019, 12:08 1683 ნახვა

ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, ბულვარში, პარკსა და სკვერებში, მოტიციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილების წესი. დადგენილების თანახმად იკრძალება ამ ტრანსპორტით მოძრაობა  გარდა ველობილიკისა, ახალი ბულვარიდან დელფინარიუმდე

წესი 2 თვეზე მეტია მოქმედებს. შეგახსენებთ, ელექტომობილების მეპატრონეების რამდენიმე დღიანი  საპროტესტო აქციების შემდეგ, სამუშაო ნებართვა მათ სწორედ ამ ტერიტორიაზე მიიღეს.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში