პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა

15 ივლისი 2019, 12:12 1201 ნახვა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო, რიგით 59-ე ნათლობა გაიმართა.   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა. ნათლულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა  დალოცა. 

საყოველთაო ნათლობის ტრადიციას საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა.  იდეა სრულიად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა.   კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 38 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში