საქართველოს U20 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა

15 ივლისი 2019, 12:15 1358 ნახვა

საქართველოს  20-წლამდელთა ნაკრებმა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი შვედეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად მოზრდილი ნაბიჯი გადადგა.  სამი ტურის შემდეგ სამი მოგებით ჩვენი გუნდი C ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, რადგან ესტონეთის ნაკრებმა  პირველი მარცხი ჰოლანდიასთან განიცადა. 

საქართველომ პირველ ტურში ჰოლანდია იოლად დაამარცხა, ხოლო ესტონეთმა წინა ტურში შვედეთს მოუგო. შესაბამისად, ჯგუფში დაუმარცხებელი მხოლოდ საქართველოა, რომელსაც 16 ივლისს ერთ-ერთ აუტსაიდერ კოსოვოსთან, ხოლო 17-ში ესტონეთთან დარჩა სათამაშო.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში