ბათუმის ბულვარში 30 სამედიცინო ყუთი განთავსდა

15 ივლისი 2019, 15:09 1329 ნახვა

,,5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს  ადამიანის სიცოცხლე“-ამბობენ სპეციალისტები, ამიტომ სტატისტიკის შეცვლის მიზნით ბათუმის ბულვარში 30 ერთეული სამედიცინო ყუთი განთავსდა. პირველადი დახმარების გაწევის მიზნით უკვე გადამზადდა 100-მდე მოხალისე და ბათუმის ბულვარის თანამშრომლები.  ყუთზე არსებული კოდის მოხსნა  მოხალისეებს და იმ ადამიანებს შეეძლება რომლებიც ცხელ ხაზზე დარეკავენ.

რა თქმა უნდა მათ უნდა იცოდნენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.  აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარსა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმი  გაფორმდა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში