დავით გარეჯიდან ხატების გატანის გამო მომხდარი ინციდენტი ამოწურულია - /ფოტოამბავი/

15 ივლისი 2019, 15:33 2048 ნახვა

გუშინ, 14 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

დავით გარეჯში მომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა მალევე მოგვარდა.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ კი გაავრცელა ინფორმაცი, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე  დღეს სიმშვიდეა. უწყების ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაწყებულია და მხარეებს შორის  შეთანხმების მისაღწევად ორი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიები უკვე მუშაობენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში