ყოველდღიურად სამუშაოს მაძიებლები თურქეთში 

15 ივლისი 2019, 18:15 3444 ნახვა

ათობით ქალი, ყოველ დილით კვეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კი სახლში დასაბრუნებად იმავე გზას კიდევ ერთხელ გადიან.  ისინი, ძირითადად, საზღვართან ახლოს, ქემალფაშაში არიან დასაქმებულები.

ამბობენ, რომ იძულებულები არიან დასაქმებისთვის რთული გზა გაიარონ, რადგან თავიანთ ქვეყანაში სამუშაოს ვერ პოულობენ. ამ შემთხვევაშიც, არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის, თუ რამდენი ადამიანი გადადის ყოველდღიურად სამუშაოდ საქართველოდან თურქეთში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში