გიორგი ირემაძე: „გარკვეული ხმები საბჭოში არის პოლიტიკურად გაჟღენთილი“

15 ივლისი 2019, 21:34 2119 ნახვა

პოლიტიკურად გაჟღენთილი ხმები - ეს გიორგი ირემაძის  შეფასებაა, რომელიც დირექტორის ჩაშლილ კონკურსს და როგორც თავად ამბობს, მაუწყებლის სამ მრჩეველს ეხება. ბრალდებას გიგა ჩხარტიშვილი  ჭორაობას და ზეწოლას უწოდებს, ბეჟან გობაძე  საპასუხოდ ავტორს პოზიციების დათმობას სთავაზობს.

ირაკლი დარცმელიძე კი რომელიც, მისივე თქმით დღეს სხდომაზე ჰონორარების ძველ ნიშნულზე დაბრუნების საკითხის დაყენებას აპირებდა, საერთოდ არ გამოჩენილა. სწორედ ეს არის კიდევ ერთი თემა, რაზეც ორი დღის წინ სამი მრჩეველი შეთანხმდა, ერთი კი ახლა გადაწყვეტილების შეცვლას აპირებს. მრჩევლები, ჩხარტიშვილის ინიციატივით დამტკიცებულ საკითხს, ხელახლა 20 ივლისს გადახედავენ. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში